1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" პენიას ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ინიაკი პენიასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
როგორც ირკვევა, ჰანსი ფლიკი და სრულიად გუნდის შემადგენლობა პენიას ბოლოდროინდელი თამაშით ძალიან კმაყოფილია. დიდი ალბათობით, კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას უახლოეს თვეებში წარუდგენს.
"ბლაუგრანასთან" პენიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წელს იწურება. თავად 25 წლის კარის მცველს კი კატალონიური კლუბის დატოვება საერთოდაც არ სურს. მიუხედავად მეორე არჩევნად ყოფნისა, ის კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს.
ესპანელი მეკარე "ბარსას" 2022 წლის ზამთარში შეუერთდა, რის შემდეგაც დღემდე, პირველ გუნდში ჯამში 30 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 45 გოლი, ხოლო კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი