"ბარსელონასთვის" პრიორიტეტულია, რომ ანდრეას კრისტენსენი ლა ლიგაში რაც შეიძლება მალე დაარეგისტრირონ, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, დანიელი ფეხბურთელი ჰანსი ფლიკს ცენტრალური მცველის პოზიციაზე წარმოუდგენია და იქ ძალიან მოსწონს. "ბლაუგრანას" თავკაცი ანდრეასის ტრავმიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელის, რათა პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესს დასვენების საშუალება მისცეს.
ანდრეასი 2 თვის წინ დაზიანდა, თუმცა მის გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორია. 28 წლის უკანახაზელი აქილევსის მყესის ტკივილს კონსერვატიული მკურნალობით, ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობს.
"ბარსაში" ახლა ზუსტად არავინ იცის, თუ როდის დაბრუნდება კრისტენსენი.
შეგახსენებთ, რომ სახელფასო ჭერში ანდრეასის ტრავმით გაჩენილმა სივრცემ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დანი ოლმოს დარეგისტრირების საშუალება მისცა.