3 კვირის წინ
"სადაც ჩემი ყოფნა არ სურთ, იქ არ დავრჩები" - რაფინიას ინტერვიუ
"სადაც ჩემი ყოფნა არ სურთ, იქ არ დავრჩები" - რაფინიას ინტერვიუ

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რაფინიამ LoSimpleNoVale-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო შეკითხვას გასცა პასუხი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" გარემარბს გასული ზაფხულის მოვლენებზეც მოუწია საუბარი. სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ხმები, რომ რაფინიას კატალონიელები გაყიდიდნენ, რაც, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელზეც ახდენდა გავლენას.

"როდესაც ისმის ჭორები, რომ "ბარსას" შენი გაყიდვა უნდა, ფანები ყველაფერ ნეგატიურს გახსენებენ. ძალიან რთულია, არ იფიქრო წასვლაზე, რადგან ზედმეტ ტვირთად ყოფნა არ გინდა. არ დავრჩები იქ, სადაც ჩემი დარჩენა არ სურთ.

ახალ მწვრთნელთან მუშაობის ერთი კვირის თავზე, ვიცოდი, რომ მას შევუყვარდებოდი. ყოველ ჯერზე ეს ხდება ხოლმე; მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც. 

თავდაუზოგავი შრომა მაძლევს საშუალებას, რომ სათამაშო დრო მივიღო," - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შემტევი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. 14 მატჩში მისი მონაგარი 10 გოლი და 9 ასისტია.


Facebook კომენტარები