2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელი სულ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ ყველაზე პრესტიჟული ინიდივიდუალური ჯილდო ჩაიბარა და ისტორიაში სულ მეორე ესპანელი გახდა (ლუის სუარესის შემდეგ, 1960), რომელმაც ეს მოახერხა.
როგორც მოგეხსენებათ, განახლებული წესების თანახმად, ოქროს ბურთის დაჯილდოებისას ყურადღება არა კალენდარულ წელიწადს, არამედ საფეხბურთო სეზონს ეხება. შესაბამისად, 2025 წლის პრიზისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია.
"ბარსელონას" საოცარი სტარტიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ოქროს ბურთის მაძიებელთა რიგებში "ლურჯ-ბროწეულისფრებიც" მოიაზრებიან. Score90-მა შემოგვთავაზა ფავორიტთა ჩამონათვალი, რომელთა შანსებსაც პროცენტული მაჩვენებელი შეუსაბამა. ათეული ასე გამოიყურება:
ვინისიუს ჟუნიური (რეალი) - 17%
კილიან მბაპე (რეალი) - 15%
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) - 14%
ლამინ იამალი (ბარსელონა) - 9%
ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 8%
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - 6%
ჰარი კეინი (ბაიერნი) - 4%
მუჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 4%
კოულ პალმერი (ჩელსი) - 3%
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) - 3%
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის მონაგარი 17 გოლი და 2 ასისტია, იამალის აქტივში კი 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.