1 თვის წინ
აპირებს თუ არა მესი მწვრთნელობას - ლეოს პასუხი
აპირებს თუ არა მესი მწვრთნელობას - ლეოს პასუხი

"ბარსელონას" ლეგენდასთან, ლიონელ მესისთან, რომელიც ამჟამად "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს, ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

მრავალ შეკითხვათაგან ერთ-ერთი "ლა პულგას" სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. იტალიელ ჟურნალისტს აინტერესებდა, აპირებს თუ არა 37 წლის ვარსკვლავი მწვრთნელობას.

"არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი.

არ მგონია, რომ მწვრთნელობა მინდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რისი გაკეთება მსურს," - თქვა ლეომ.

ადრე ჩაწერილ ინტერვიუში არგენტინელს უთქვამს, რომ ფეხბურთში დარჩენა უნდა, თუმცა საკუთარ თავს არა მწვრთნელის, არამედ უფრო სპორტული დირექტორის როლში ხედავს. ვნახოთ, მართლაც ასე მოხდება თუ არა.

იქამდე კი შეგახსენებთ, რომ მესი ამჟამად MLS-ის ფლეი ოფშია ჩართული. მისმა "ინტერ მაიამიმ" "ატლანტა იუნაიტედი" სერიის პირველ მატჩში დაამარცხა, ზეგ გამთენიისას კი მეორე შეხვედრას ჩაატარებს. ჯორჯიელების მეორედ დამარცხება ფლორიდელებს შემდეგი ეტაის საგზურს მოუტანთ.


Facebook კომენტარები