2 კვირის და 5 დღის წინ
"ამას თუ იზამთ, შეგცვლით" - ფლიკმა ფეხბურთელები გააფრთხილა
"ამას თუ იზამთ, შეგცვლით" - ფლიკმა ფეხბურთელები გააფრთხილა

"ბარსელონამ" სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ოთხბურთიანი სხვაობით მოიგო, ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი კი კატალონიელთა დაცვის ხაზის მოქმედებები გახლდათ. მადრიდის "რეალის" ფრანგი სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თამაშგარე მდგომარეობაში 8-ჯერ ჩატოვეს, რაც ყველაფერზე ნათლად მიუთითებს.

ჰანსი ფლიკის გუნდი მთელი სეზონია, რაც მაღლა აწეული დაცვის ხაზით თამაშობს. ბევრს ეგონა, რომ "სამეფო კლუბის" უსწრაფესი შემტევების წინააღმდეგ გერმანელი სტრატეგიას შეცვლიდა, მაგრამ "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს გზიდან არ გადაუხვევია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფლიკმა ტაიმებს შორის შესვენებაზეც გააფრთხილა ფეხბურთელები, რომ მისი ინსტრუქციების შესრულება გაეგრძელებინათ.

"ნებისმიერ ფეხბურთელს შევცვლი, რომელიც თუნდაც ერთი მეტრით ჩაიწევს სიღრმეში," - უთქვამს ჰანსის.

"ბარსას" დამრიგებლის კიდევ ერთი ეფექტური მანევრი მოედანზე ფრენკი დე იონგის შეყვანა გახლდათ. ნიდერლანდელი ნახევარმცველი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე, ფერმინ ლოპესის ნაცვლად ჩაერთო და "ბლაუგრანას" ცენტრზე ტოტალური კონტროლის დამყარებაში დაეხმარა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში კატალონიელები "რეალს" უკვე 6 ქულით უსწრებენ. 3 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 საათიდან "ბარსა" "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები