1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: რამდენ წუთს ითამაშებს გავი "ესპანიოლთან"
ავტორი
Aa
პაბლო გავის "ესპანიოლთან" მატჩში სათამაშოდ ნახევარი საათი მიეცემა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, თავად ესპანელ ნახევარმცველზე რომ იყოს დამოკიდებული, იგი ხვალვე გაატარებდა მინდორზე 90 წუთს, მაგრამ "ბარსელონაში" მას ძალიან ფრთხილად ეპყრობიან.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი პაბლოსთვის გამოყოფილი დროის თანდათან გაზრდას აპირებს.
"სევილიას", "ბაიერნისა" და "რეალის" წინააღმდეგ პაბლომ მინდორზე ლიმიტირებული დრო დაჰყო. ცხადია, ფორმაში შესასვლელად მას დროის მომატება დასჭირდება.
გერმანელი სპეციალისტი კმაყოფილია გავის მიერ სავარჯიშო სესიებზე ნაჩვენები თამაშითაც.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი