12 თვის წინ
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - რას აპირებს მესი ნოემბრის ბოლოს
ავტორი
Aa
ლიონელ მესი 29 ნოემბერს ბარსელონაში იქნება, - იუწყება ჟურნალისტი მიგელ რიკო.
არგენტინელი მეგავარსკვლავი "ბარსელონას" დაარსებიდან 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ ღირშესანიშნავ თარიღს განახლებული "კამპ ნოუს" ნაწილობრივ გახსნაც დამთხვეოდა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო.
ცნობისთვის, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს იქნება მესის პირველი გამოჩენა "ბლაუგრანას" მოქმედი ხელმძღვანელობის გვერდით მას მერე, რაც 2021 წელს გუნდიდან იგი სკანდალურად წავიდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს გამთენიისას ლეოს "ინტერ მაიამი" საფლეიოფო სერიის მეორე მატჩს ჩაატარებს "ატლანტა იუნაიტედთან".
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 19 საათის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 კვირის და 6 დღის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი