1 თვის წინ
გიოკერეში "ბარსელონაში" - დეკუ საქმეს უკვე შეუდგა
გიოკერეში "ბარსელონაში" - დეკუ საქმეს უკვე შეუდგა

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ გუნდში ვიქტორ გიოკერეშის მოსაყვანად მოლაპარაკებები დაიწყო, - იტყობინება პორტუგალიური გამოცემა A Bola.

წყაროს თანახმად, შვედი ცენტრფორვარდი ლისაბონის "სპორტინგთან" შეთანხმებულია, რომ 60-70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მას სხვა გუნდში წასვლის უფლებას მისცემენ.

როგორც ირკვევა, "ბარსას" ვიქტორის ფასის კიდევ უფრო შემცირების გეგმაც აქვს. კატალონიელებს სურთ, რომ ტრანსფერში ან ვიტორ როკე ჩართონ (რომელიც "ბეტისში" ორწლიანი იჯარითაა გაშვებული), ან "ლომებს" ფრანსიშკუ ტრინკაუზე გადასცენ სრული უფლებები.

ცხადია, რთული სათქმელია, რამდენად მისაღები იქნება ეს პირობები ლისაბონელთათვის.

ისე კი, გიოკერეში დღეს ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ცენტრფორვარდია. მას უამრავ გრანდს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრობენ, რადგან ვიქტორის ამჟამინდელი დამრიგებელი, რუბენ ამორიმი სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" მიდის.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში შვედის მონაგარი 20 გოლი და 4 ასისტია.


Facebook კომენტარები