2 თვის და 3 კვირის წინ
"ჩვენ ეს უნდა გვექნა" - ფლიკი ჩავის დატოვებულ გუნდზე საუბრობს
"ჩვენ ეს უნდა გვექნა" - ფლიკი ჩავის დატოვებულ გუნდზე საუბრობს

"ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურის შეხვედრას ჩაატარებს და ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" სტუმრად დაუპირისპირდება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დღეს წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჰანსიმ ისაუბრა, ჩავის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა გახლდათ.

"სანამ აქ მოვიდოდი, გუნდში არსებული მდგომარეობა გავაანალიზეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ნამდვილად კარგ დონეზე ვიმყოფებოდით.

ჩვენ სულ რამდენიმე რამე უნდა შეგვეცვალა. იქნებოდა ეს თავდაცვისა და შეტევის გზები თუ რაიმე სხვა.

ცხადია, შედეგები ჩვენს სამუშაოს დიდ დახმარებას უწევს. რეზულტატებით კმაყოფილნი პრესეზონზეც ვიყავით. ეს იმ ფონზე, რომ გუნდში მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ თავმოყრილნი.

ჩვენ არ შევამცირებთ ინტენსივობას ისე, როგორც ეს "ესპანიოლთან", მეორე ტაიმში გავაკეთეთ. ამასთან შედარებით, უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ," - თქვა ჰანსიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" შესაძლო 9-დან 6 ქულა აქვს აღებული. სერბულ-ესპანური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები