1 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "ანჩელოტის განცხადებით შოკირებული ვარ"
ჩავი: "ანჩელოტის განცხადებით შოკირებული ვარ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მადრიდის "რეალთან" მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"გულშემატკივრებმა დღეს ძალიან ამაღელვეს. ამ დღით გუნდმა და ფანებმა სიამოვნება უნდა მიიღონ.

ასენსიოს გოლი რომ ჩათვლილიყო, შედეგი სამართლიანი არ იქნებოდა. როცა კესიემ გაიტანა, ვიგრძენი, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ეს სეზონი კარგი მაინც არ არის. ჯერ მხოლოდ სუპერთასი გვაქვს მოგებული.

თამაშგარე აშკარა იყო. ანჩელოტის განცხადებებით შოკირებული ვარ. განსახილველი არაფერია. აშკარა თამაშგარე.

"რეალზე" უკეთესები ვიყავით. შედეგი სამართლიანია. ერთადერთი, რაც უსამართლო იყო, მათი ერთბურთიანი უპირატესობაა.

გახსოვდეთ, საიდან მოვდივართ. შარშან "რეალს" 12 ქულით ჩვენ ჩამოვრჩებოდით.

თუ ხალხი დღეს ვიდეორეფერიზე ლაპარაკობს, ამას უბრალო ხუმრობად ჩავთვლიდი," - თქვა მაესტრომ.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" კატალონიურმა გრანდმა ანგარიშით 2:1 მოიგო. რონალდ არაუხოს ავტოგოლით ჩამორჩენა "ბარსამ" სერხი რობერტოსა და ფრანკ კესიეს შედეგიანი დარტყმებით აღმოფხვრა.


Facebook კომენტარები