2 კვირის და 1 დღის წინ
ფლიკი ლაპორტას ტრანსფერს სთხოვს - ბრძოლაში სხვებიც არიან
ფლიკი ლაპორტას ტრანსფერს სთხოვს - ბრძოლაში სხვებიც არიან

ჰანსი ფლიკმა ჟოან ლაპორტას "ბარსელონაში" ალფონსო დევისის მოყვანა სთხოვა, - იუწყება გერმანული BILD.

"ბაიერნის" კანადელი მარჯვენა მცველის დამატების ფავორიტად მადრიდის "რეალი" მიიჩნევა. ბრძოლაშია "მანჩესტერ იუნაიტედიც", "ბლაუგრანაში" კი იმედოვნებენ, რომ ფლიკის ფაქტორი ფეხბურთელის არჩევანს მნიშვნელოვნად განაპირობებს.

24 წლის ფლანგელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კი პასიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ალფონსომ დიდ ფეხბურთში სწორედ ჰანსის ხელში შეაბიჯა. 2019/2020 წლების სეზონში მან გერმანელ სპეციალისტთან ერთად ტრიპლეტი მოიგო.

"ბარსას" თავკაცი დევისს განსაკუთრებულად თბილად შეხვდა ორიოდ კვირის წინ გამართული მატჩის შემდეგაც.

მიმდინარე სეზონში კანადელმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 3 ასისტია.


Facebook კომენტარები