რაფაელ ლეაუ "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს და კატალონიელთა შეთავაზებას თვალდახუჭული დასთანხმდებოდა, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
წყაროს თანახმად, "მილანი" პორტუგალიელ შემტევს 80-90 მილიონ ევროდ გაყიდის.
"ბლაუგრანაში" იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის ზაფხულში მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული იქნება, რაც ასეთი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ლეაუს აგენტიც, ჟორჟე მენდეშიც, რომელიც "ბარსასთან" მეტად დაახლოებული პირია.
25 წლის შემტევისთვის ეს სეზონი ქაოტურად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ, ის სათადარიგოთა სკამზე გახლდათ გადასმული, "როსონერის" მთავარ მწვრთნელ პაოლო ფონსეკასთან სავარაუდო კონფლიქტის გამო, მაგრამ ამ კვირაში ჯერ "რეალთან" ჩაატარა ბრწყინვალე მატჩი, შემდეგ კი "კალიარის" შეუსრულა დუბლი.