1 წლის და 1 თვის წინ
რა ხდება იამალის თავს - უკანასკნელი ცნობები
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ლამინ იამალის კოჭზე სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩაატარებს, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.
კატალონიურ გრანდში იმ დისკომფორტის გამომწვევი მიზეზის პოვნა სურთ, რომელმაც 17 წლის ვარსკვლავს "რეალ სოსიედადთან" მატჩში მონაწილეობის საშუალება არ მისცა.
გამოკვლევის შედეგები ესპანეთის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბს გადაეგზავნება. "ბარსაში" იმედოვნებენ, რომ ლამინს "ფურია როხას" განაცხადიდან ამოიღებენ და მას დღეს მადრიდში გამგზავრება არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ იამალმა გუშინ სეზონში პირველი მატჩი გამოტოვა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ესპანელმა სულ 2 შეხვედრა ვერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან და "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ორივე წააგეს.
ამ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ლამინის მონაგარი 6 გოლი და 8 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი