1 კვირის და 3 დღის წინ
ლევანდოვსკის და იამალის ტრავმები - როდის დაბრუნდებიან შემტევები
ლევანდოვსკის და იამალის ტრავმები - როდის დაბრუნდებიან შემტევები

"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის შემტევები, რობერტ ლევანდოვსკი და ლამინ იამალი ტრავმირებულები არიან.

პოლონელ თავდამსხმელს ტკივილი ზურგის არეში აღენიშნება. დარტყმა მან "რეალ სოსიედადთან" გამართულ მატჩში მიიღო.

36 წლის ფორვარდი უკვე ამოიღეს პოლონეთის ნაკრების განაცხადიდან ნოემბრის მატჩებისთვის. რობერტი 10 დღით იუქმებს, "ბლაუგრანას" კი მომდევნო შეხვედრაში, "სელტას" წინააღმდეგ დაუბრუნდება.

რაც შეეხება ლამინს, მას პრობლემა კოჭზე აქვს. სანაკრებო პაუზაზე იამალიც დაისვენებს და ესპანეთის ნაკრებს, რომელიც დანიისა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს უნდა შეხვდეს, ვერ დაეხმარება.

17 წლის გარემარბი დგას საკლუბო შეხვედრების გამოტოვების საფრთხის წინაშეც. თუ იგი 3 კვირით იუქმებს, "ბარსას" "სელტას", "ბრესტის" და "ლას პალმასის" წინააღმდეგ არ ეყოლება.

ამ შემთხვევაში, იამალის დაბრუნებას 4 დეკემბერს, "მალიორკასთან" უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები