2 წლის წინ
"ბარსას" ვარსკვლავმა "სოსიედადთან" მატჩის შესვენებაზე იტირა
ავტორი
Aa
ფრენკი დე იონგი "რეალ სოსიედადთან" მატჩის შესვენებაზე ატირდა, - იუწყება SPORT.
ნიდერლანდელ ნახევარმცველს ეგონა, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში მიღებული დარტყმით გამოწვეული ტკივილი სერიოზული ტრავმის ბრალი იყო, რაც მას ფეხბურთს ისევ დიდი ხნით ჩამოაშორებდა.
ჰანსი ფლიკმა ფრენკის მდგომარეობა შეამჩნია და იგი დანი ოლმოთი ჩაანაცვლა.
საბედნიეროდ, 27 წლის შუახაზელის შიში არ გამართლდა. დე იონგი თავს კარგად გრძნობს და ნიდერლანდების ეროვნული გუნდის შეკრებაზეც მიემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ კოჭის ტრავმა, რომლის მკურნალობასაც ნახევარი წელი მოანდომა, ცოტა ხნის წინ მოიშუშა. მიმდინარე სეზონში მას სულ 7 მატჩი აქვს ჩატარებული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი