გრძელვადიან პერსპექტივაში, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, მაგრამ ეკონომიკური სიტუაცია კლუბს სხვა სამიზნეების მოძიებასაც აიძულებს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თვალი ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელს, ომარ მარმუშს დაადგეს.
მარმუში "ბლაუგრანასთვის" ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერების შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტია. მისი ტრანსფერი კატალონიურ გრანდს 45 მილიონი ევრო დაუჯდება.
"ბარსაში" ფრანგის მრავალმხრივობა მოსწონს. მას ცხრიანად და მარცხენა გარემარბად შეუძლია თამაში, "ბარსელონა" კი სწორედ ამ პროფილის შემტევებს ეძებს.
გარდა ამისა, ომარს კარგად გამოსდის საჯარიმო დარტყმების შესრულებაც. ლეო მესის წასვლის შემდეგ, კატალონიელებს ჯარიმების სტაბილური შემსრულებელი აღარ ჰყავთ, რისი მოგვარებაც მარმუშს დაეკისრება.
აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ეგვიპტელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. 16 მატჩში მისი მონაგარი 14 გოლი და 10 ასისტია.