1 კვირის და 1 დღის წინ
ვარსკვლავები და კონტრაქტები - რისი ეშინიათ "ბარსაში"
ვარსკვლავები და კონტრაქტები - რისი ეშინიათ "ბარსაში"

"ბარსელონაში" ნერვიულობენ, რომ ფრენკი დე იონგმა გუნდი შეიძლება 2026 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, - იუწყება SPORT.

ნიდერლანდელი ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" ბედნიერია, თუმცა მის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, კლუბში ბევრი პესიმისტურადაა განწყობილი.

კატალონიურმა გრანდმა 27 წლის ვარსკვლავს საკონტრაქტო შეთავაზება დიდი ხნის გაუგზავნა, მას კი პასუხი არ გაუცია და ისეთი პირიც არ უჩანს, სადმე ეჩქარებოდეს.

განსხვავებული ვითარებაა რონალდ არაუხოსთან დაკავშირებით. მართალია, ურუგვაელი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ყოყმანობდა, მაგრამ ზაფხულში მიღებულმა ტრავმებმა მისი გეგმები შეცვალა. კლუბთან მოლაპარაკებების განახლება ახლა იმაზე ახლოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მნიშვნელოვანია "ბლაუგრანას" თავკაცის გზავნილებიც. წყაროს თანახმად, ჰანსი ფლიკმა 25 წლის მცველს უთხრა, რომ იგი "ბარსას" პროექტისთვის საკვანძო მნიშვნელობის იქნება

რაც შეეხებათ პაბლო გავისა და პედრის, მათთან კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება იგეგმება, ეს კი "ბარსამ" წლის ბოლომდე უნდა შეათანხმოს. ჰანსი ესპანელ ნახევარმცველებზე ასევე დიდ იმედებს ამყარებს.

როგორც ხედავთ, უახლოეს თვეებში "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა წამყვანი ფეხბურთელების საკონტრაქტო სიტუაციის მოგვარება იქნება.


Facebook კომენტარები