1 კვირის წინ
"ამაზე ხშირად ვფიქრობდი" - დე იონგი მძიმე პერიოდს იხსენებს
"ამაზე ხშირად ვფიქრობდი" - დე იონგი მძიმე პერიოდს იხსენებს

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა მიმდინარე წლის ის პერიოდი გაიხსენა, როცა კოჭის ტრავმამ ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორა.

"ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "ოდესმე მომირჩება სრულად ეს ტრავმა?" მსგავს ფიქრს ჩემს თავში ბევრჯერ გაუვლია.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთის თამაშს მაინც შევძლებდი.

მცირე დისკომფორტს ისევ ვგრძნობ, ოღონდ არაფერი სერიოზული. ტრავმა არ მაქვს.

ძალიან ბედნიერი ვარ და მომავალზე ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ნიდერლანდების ნაკრებში არ მითამაშია და იქ დაბრუნება ჩემთვის უდიდესი პატივია," - თქვა 27 წლის ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ კოჭი ამა წლის აპრილში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში დაიზიანა. თამაში მან სულ რაღაც 1 თვის წინ განაახლა, ამ სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში კი თავი საგოლე მოქმედებით ჯერ არ გამოუჩენია.

რაც შეეხება ნიდერლანდების ნაკრებს, 16 ნოემბერს "ნარინჯისფრები" უნგრეთს უმასპინძლებენ, 19 ნოემბერს კი ბოსნია-ჰერცოგოვინას ესტუმრებიან.


Facebook კომენტარები