6 დღის და 23 საათის წინ
"ჩვენ ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ" - დეკუს ჰოლანდზე ჰკითხეს
"ჩვენ ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ" - დეკუს ჰოლანდზე ჰკითხეს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ გამოეხმაურა იმ ცნობებს, რომლებიც "ბლაუგრანას" "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ცენტრფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის მსურველად რაცხავენ.

"მსოფლიოში სულ ერთი ან ორი ცხრიანია ჩვენი რობერტ ლევანდოვსკის მსგავსი... ჰოლანდი ერთ-ერთი მათგანია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა ჰოლანდი ის, რაც მომავლისთვის გვინდა. დღეს ეს არ ვიცით. დღეს სხვა ცენტრფორვარდი არ გვსურს, რადგან ლევანდოვსკი გვყავს.

როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, და თუ ეს გადაწყვეტილება ჩემი მისაღები იქნება, რადგან მაშინაც კლუბში ვიქნები, სხვადასხვა ვარიანტებს გადავხედავთ. ვფიქრობ, ახლა სხვა ფეხბურთელებზე სალაპარაკოდ სწორი დრო არ არის," - განაცხადა დეკუმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გაჟღერებული ინფორმაციების თანახმად, "ქალაქელთა" 24 წლის ცხრიანის შეძენა ჟოან ლაპორტას ოცნებას წარმოადგენს, თუმცა ეს არა 2025, არამედ 2026 წლის ზაფხულისთვისაა გამიზნული..

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ჰოლანდის მონაგარი 15 გოლია.


Facebook კომენტარები