6 საათის და 55 წუთის წინ
"ბარსა" ფეხბურთელს ვეღარ უშვებს - რას გეგმავს კლუბი
"ბარსა" ფეხბურთელს ვეღარ უშვებს - რას გეგმავს კლუბი
ავტორი
Aa

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" 22 წლის ფორვარდის, ანსუ ფატის გუნდიდან მოახლოებული წასვლა ახლად მიღებული ბარძაყის ტრავმის გამო გადაიდო. როგორც ირკვევა, ფებურთელი 4 კვირით იუქმებს.

ახალგაზრდა ესპანელის გამოჯანმრთელება ამ მომენტისთვის გუნდის პრიორიტეტია, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ის კატალონიურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

ფაქტია, ანსუს კარიერა გაუთავებელი ტრავმების გამო სერიოზულად დამძიმდა. რამდენიმე კვირის წინ, "სევილიასა" და "ფენერფაჰჩეს" გაზრდილი ინტერესის ფონზე, "ბარსელონა" ფორვარდის იჯარით გაშვებას აქტიურად განიხილავდა, თუმცა, ახლა კლუბის აქცენტი მის რეაბილიტაციაზეა გადატანილი.

აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ახალგაზრდა გარემარბის მომავალი მისი გამოჯანმრთელების შემდეგ ხელახლა შეფასდება. შეგახსენებთ, რომ ფატის "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.



Facebook კომენტარები