1 წლის და 1 თვის წინ
ფლიკმა "ბარსელონას" ვარსკვლავი დასაჯა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ფრანგი მარჯვენა მცველი, ჟულ კუნდე "ესპანიოლთან" 3 ნოემბერს გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რაც მაშინ ბევრმა ფეხბურთელთა როტაციით ახსნა.
Diario AS-ის ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ ვენდობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი სულ სხვაა.
წყაროს თანახმად, კუნდე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დასაჯა. ამის მიზეზი ისაა, რომ 26 წლის ვარსკვლავმა მატჩისწინა, გუნდურ გასაუბრებაზე 1 წუთით დააგვიანა.
ძირითად თერთმეტეულში ჟული ჰექტორ ფორტმა ჩაანაცვლა, "ბარსამ" კი 3:1 მოიგო.
ფრანგი ფლანგელი სასტარტოში მომდევნო მატჩშივე დაბრუნდა და "ცრვენა ზვეზდასთან" ასისტების ჰეთ თრიქიც შეასრულა. მიმდინარე სეზონში კუნდეს მონაგარი 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი