SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" რონალდ არაუხოს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან მიმართებით საკმაოდ თავდაჯერებულია. კლუბში თვლიან, რომ ურუგვაელი ახალ შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდება. ამ მომენტისთვის, დეკუსთან შეხვედრა და მოლაპარაკებები ფეხბურთელის გამოჯანმრთელების შემდეგაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, სიტუაცია გაილებით პოზიტიურია. 2023/24 წლების სეზონის პერიოდში მხარეები ერთმანეთის სამომავლო გეგმებში ბოლომდე დარწმუნებული არ ყოფილან, რამაც არაუხოს გუნდიდან შესაძლო წასვლის რისკი გააჩინა. ამის მთავარი მიზეზი კი კლუბში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობა იყო.
ამის შემდეგ, ფაქტია, სიტუაცია სრულიად გამოსწორდა, ახლა უკვე, ჰანსი ფლიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს არაუხოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გავრცელებული ინფორმაციით, ფლიკის ნდობამ მოთამაშის დამოკიდებულების მიმართ დიდი ცვლილება გამოიწვია.
"ბარსელონა" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ამ დროისთვის არ ჩქარობს, თუმცა, კლუბი მიზნად ისახავს, რომ ყველაფერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოფიციალურად გადაწყდეს.