გავრცელებული ინფორმაციით, ჯონათან ტამ სეზონის ბოლოს "ლევერკუზენის" დატოვება გადაწყვიტა. 28 წლის გერმანელი მცველი კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.
გავლენიანი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" ტას დამატების მთავარი პრეტენდენტები არიან. როგორც გერმანულ მედიაში იწერება, ზახულში ფეხბურთელი არჩევანს სწორედ ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს.
სხვა კლუბების დაინტერესების მიუხედავად, "ბლაუგრანა" მომავალი სეზონისთვის დაცვის ხაზის გაძლიერებას სწორედ გერმანელით გეგმავს, რომელიც ამ მომენტისთვის კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ამას ემატება ჰანსი ფლიკის ფაქტორიც, რომელსაც ჯონათანთან სამუშაო გამოცდილება გერმანიის ნაკრებიდან აქვს მიღებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ბარსელონას" გულშემატკივრისთვის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. აშკარაა, რომ ფლიკს კლუბში სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს, რისთვისაც მას რესურსის მოძლიერება აუცილებლად დასჭირდება.