10 თვის წინ

დავიდისთვის ბრძოლაში "ბარსას" 3 კონკურენტი ჰყავს

ავტორი
Aa
ფრანგული "ლილის" კანადელი თავდამსხმელი, ჯონათან დავიდი 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ცხადია, ეს მისადმი გრანდების ინტერესს ზრდის.
24 წლის შემტევის სიტუაციას "ბარსელონა" აკვირდება. ბრძოლაში არიან მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსიც".
ახლა კი ირკვევა, რომ საქმეში ჩაება მიუნხენის "ბაიერნიც". "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი კანადელის დიდი თაყვანისმცემელია.
დავიდი "მასტიფებში" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 19 მატჩში მისი მონაგარი 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ცხადია, ახალი ცხრიანის მოყვანა "ბარსას" პოლონელი ვეტერანის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალზეც იქნება დამოკიდებული. ვიცით ისიც, რომ კლუბს უფრო ძვირადღირებული სამიზნეებიც ჰყავს, მაგალითად, ვიქტორ გიოკერეში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 9 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 3 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში