10 თვის წინ

თითქმის გადაწყვეტილია: "ბარსელონა" ფეხბურთელს უშვებს

ავტორი
Aa
ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონას" სამომავლო გეგმებში ფაქტობრივად აღარ მოიაზრება, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.
წყაროს თანახმად, ახლა ისღაა გასარკვევი, დანიელი მცველი "ბლაუგრანას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს თუ ზაფხულში. მისით პრემიერლიგური კლუბები არიან დაინტერესებულნი.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც 28 წლის უკანახაზელი ტრავმას მკურნალობს, თუმცა მისი დაბრუნების თარიღს მაინც ვერ ასახელებენ.
მოარული ხმების მიხედვით, ზაფხულში "ბარსა" ლევერკუზენის "ბაიერის" მცველის, ჯონათან ტას დამატებას აპირებს. როგორც ჩანს, სწორედ გერმანელისთვის ადგილის გამოთავისუფლებას შეეწირება კრისტენსენი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დანიელმა სულ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში