როგორც მოგეხსენებათ, ლისაბონის "სპორტინგის" შვედი თავდამსხმელი, ვიქტორ გიოკერეში "ბარსელონას" ერთ-ერთ სამიზნედ განიხილება 2025 წლის ზაფხულისთვის.
რობერტ ლევანდოვსკის ასაკში შესვლიდან გამომდინარე, "ბლაუგრანა" უკვე ეძებს ახალ ცხრიანს, 26 წლის ფორვარდი კი შესანიშნავ კანდიდატად განიხილება. "ბარსას" ინტერესს აძლიერებს ისიც, რომ "სპორტინგსა" და ფეხბურთელს შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე, შვედს მის ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, 60-70 მილიონ ევროდ შეელევიან.
გიოკერეშს თავისი მომავლის შესახებ სულ ახლახანს ჰკითხეს.
"სეზონის "სპორტინგში" დასრულება მინდა. აქ ძალიან მომწონს.
ახალი კლუბი? ამას ვნახავთ, როცა დრო მოვა. თამაში მინდა. მთავარი ეს არის... ასევე იქნება სხვა ფაქტორებიც," - განაცხადა "ლომების" გოლეადორმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში ვიქტორის მონაგარი 23 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისით დაინტერესებულ კლუბთა შორის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოიაზრებიან.