3 დღის წინ
"მას ამას ვეტყოდი" - რას ურჩევენ დე იონგს
"მას ამას ვეტყოდი" - რას ურჩევენ დე იონგს

წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ბარსელონას" 27 წლის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა. "რეალის" ყოფილი მოთამაშე ფრენკის სახლში დაბრუნებასა და ტრავმამოშუშებული კოჭის მოფრთხილებას ურჩევს.

"დე იონგს უნგრეთთან დიდებული მატჩი ჰქონდა, მაგრამ მას მეტი შეუძლია. მან ბევრს მიაღწია, ოღონდ ახლა ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნოს.

ფრენკი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ნიდერლანდების ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას ვეტყოდი, რომ სახლში დაბრუნებულიყო. დე იონგს მეტი მოგზაურობა აღარ სჭირდება.

მან თავის კოჭს უნდა მიხედოს. ეს საკმაოდ სახიფათოა. მოშუშებული ტრავმაც კი, შენს თავში რჩება და დისკომფორტს იწვევს," - თქვა ვან დერ ვაარტმა.

16 ნოემბერს ნიდერლანდების ნაკრებმა უნგრეთის ეროვნულ გუნდს 4:0 მოუგო, ფრენკიმ კი მინდორზე 68 წუთი გაატარა. Sofascore-ისგან მისმა თამაშმა 7.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათიდან, "ნარინჯისფრები" ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარმცველს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები