2 დღის და 21 საათის წინ
როგორ ემზადება არაუხო დაბრუნებისთვის - მნიშვნელოვანი ამბავი
როგორ ემზადება არაუხო დაბრუნებისთვის - მნიშვნელოვანი ამბავი

რონალდ არაუხო ტრავმიდან რეაბილიტაციის უკანასკნელ ფაზაშია და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, - იუწყება SPORT.

ურუგვაელი მცველი მატჩებში მონაწილეობას დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიიღებს. უახლოესი დღეები გადაწყვეტს იმას, თუ როდის განაახლებს რონალდი გუნდთან ერთად ვარჯიშს.

გარდა იმისა, რომ არაუხო ფიზმომზადების აღდგენაზე მუშაობს, იგი "ბლაუგრანას" სამწვრთნელო შტაბთანაც დიდ დროს ატარებს, რათა ჰანსი ფლიკის ტაქტიკაში სრულად გაერკვეს.

25 წლის უკანახაზელი ვიდეოანალიზის სესიებშია ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება თამაშგარის მახის შესწავლას ეთმობა.

არაუხოს სურს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მანევრის სრულყოფილად შესრულების ყველა ნიუანსი იცოდეს და მაშინ, როდესაც თამაში შეეძლება, სასტარტო შემადგენლობაში უმტკივნეულოდ დაბრუნდეს.

ცნობისთვის, რონალდმა ტრავმა 2024 წლის კოპა ამერიკაზე მიიღო. 


Facebook კომენტარები