ანსუ ფატის მორიგი ტრავმის ფონზე, მედიაში იმ ქირურგის ინტერვიუ გავრცელდა, რომელმაც ესპანელს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარა.
რამონ სუგატმა (ქირურგმა) ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა: "მართალია, ფატის ოპერაცია მე ჩავუტარე, თუმცა, რეაბილიტაციის პროცესზე პასუხისმგებელი არ ვყოფილვარ. მუხლი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ეს თავად ანსუს მამამაც დამიდასტურა."
"ახლანდელი პრობლემა მუხლთან კავშირში საერთოდ არ არის. რაც მოხდა იყო ის, რომ ფეხბურთელმა თავი ძალიან დაიტვირთა, რამაც ძველი ნაკერების გახსნა გამოიწვია. ის დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, ერთის ნაცვლად, ამან კი, საბოლოოდ, ამ შედეგამდე მიგვიყვანა."
"ვთვლი, რომ ექიმი, რომელიც ოპერაციას ატარებს, რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ამ დროს ფეხბურთელთან კომუნიკაცია აუცილებელია. ანსუს თავდაპირველი კონდინციების აღდგენა თვისუფლად შეუძლია, მისი მუხლი ახლა უკვე სრულებით ჯანმრთელია." განაცხადა სუგატმა.
შეგახსენებთ, რომ ფატის დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ მომენტისთვის უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ესპანელი "ბარსელონას" დახმარებას დეკემბრის მეორე ნახევრიდან შეძლებს.