1 დღის და 20 საათის წინ
ლევანდოვსკი არაბებს სურთ - როგორია რობერტის პოზიცია
ლევანდოვსკი არაბებს სურთ - როგორია რობერტის პოზიცია
ავტორი
Aa

SPORT-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბების დაინტერესების მიუხედავად, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

პოლონელი ფორვარდის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წელს იწურება, თუმცა, მას აგრეთვე გააჩნია 1 წლით გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ფეხბურთელი კლუბის მიერ ჩატარებული მატჩების 50%-ზე მეტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ირკვევა, 36 წლის ლევანდოვსკის სურვილია, "ბლაუგრანაში" 2027 წლამდე ითამაშოს. მიუხედავად მისი ასაკისა, ის კვლავ აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშსა და "ბარსელონასთვის" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად დარჩენას, რაც მის სტატისტიკაშც აისახება. 

რაც შეეხება კლუბის პოზოციას, "ბარსელონაში" გამოცდილი თავდამსხმელის დარჩენის იდეას მხარს უჭერენ, ვინაიდან მისი ლიდერული თვისებები ახალგაზრდებზე ორიენტირებული გუნდისთვის საკმაოდ ღირებულია. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, პოლონელი ფენომენალურ ფორმაშია. 2024/25 წლების კამპანიაში, ლევანდოვსკის ანგარიშზე "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 19 გოლი და 2 ასისტია. 



Facebook კომენტარები