1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონას" ახალი სამიზნე გამოუჩნდა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" "ვულვერჰემპტონის" მარცხენა მცველს, ჰუგო ბუენოს დიდი ყურადღებით აკვირდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი დავიდ ბერნაბეუ რევერტერი.
22 წლის ესპანელი "მგლებს" ახლა როტერდამის "ფეინოორდში" ჰყავთ განათხოვრებული. იგი "ვულვერჰემპტონს" ჯერ კიდევ 2019 წელს შეუერთდა.
ჰუგოს აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც "ბლაუგრანას" მჭიდრო ურთიერთობა აქვს. სწორედ ეს ზრდის კატალონიელთა შანსებს.
ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, 2025 წლის ზაფხულში კლუბის ერთ-ერთი ამოცანა ფლანგების მცველების დამატება იქნება. როგორც ჩანს, ბუენოს ვარიანტი დიდი მოწონებით სარგებლობს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ჰუგო "ფეინოორდს" 3 ასისტით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი