"ბარსელონა" ფიფასგან კომპენსაციის სახით თითქმის 10 მილიონ ევროს მიიღებს, - იუწყება Mundo Deportivo.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როცა ფეხბურთელი ტრავმას ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას იღებს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კლუბებს თითოეული იმ დღის საკომპენსაციო თანხას იხდის, რომლებსაც ეს მოთამაშეები მკურნალობის პროცესში გამოტოვებენ.
წყაროს თანახმად, პაბლო გავის, პედრი გონსალესისა და რონალდ არაუხოს ტრავმების საკომპენსაციო თანხა სწორედ 10 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება.
გავიმ ჯვარედინი მყესები 2023 წლის ნოემბერში, საქართველოსთან მატჩში გაიწყვიტა, პედრიმ ტრავმა ევრო 2024-ზე, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღო, არაუხო კი 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე, ბრაზილიასთან დაზიანდა.
ესპანელი ნახევარმცველები "ბარსას" უკვე დაუბრუნდნენ, არაუხოს კი მოედანზე დეკემბრის შუა რიცხვებში ველით.