1 კვირის და 5 დღის წინ
ღირსეული ჟესტი - მესი "ბარსელონას" სიყვარულს ისევ ამტკიცებს
ავტორი
Aa
Catalunya Radio-ს ჟურნალისტი ლაია ტუდელი ირწმუნება, რომ "ინტერ მაიამის" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი "ბარსელონას" 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პირადად დაესწრება.
მართალია, ლეო "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტაზე ისევ ნაწყენია, თუმცა ლეგენდა კლუბის სიყვარულს იმაზე უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პერსონალური ურთიერთობებია.
როგორც ირკვევა, გალასაღამოზე ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელი გარკვეული სახით ჩართულიც იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აქტივობაში მიიღებს იგი მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" დაბადების დღე 29 ნოემბერს აღინიშნება.
რაც შეეხება მესის, საკლუბო სეზონი მისთვის დასრულებულია, რადგან "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი ოფს უკვე გამოეთიშა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 საათის და 16 წუთის წინ
მოულოდნელი რიცხვი - რა თანხად შეიძლება გაიყიდოს დე იონგი
1 დღის და 5 საათის წინ
რა უნდა გააკეთოს "ბარსამ" - ფლიკმა მთავარი პრობლემა იპოვა
2 დღის და 7 საათის წინ
რატომ არ ითამაშა გუშინ ოლმომ - ბოლო ცნობები
5 დღის და საათის წინ
პროექტის ლიდერი - რას ფიქრობენ "ბარსელონაში" პედრიზე