9 თვის და 3 კვირის წინ

იამალის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

ავტორი
Aa
ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლამინ იამალი ვიგოს "სელტასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, Mundo Deportivo-მ დაადასტურა.
"ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავი კოჭის არეში ტკივილს კვლავ გრძნობს და გარისკვა არავის უნდა.
ახალი გახლავთ ის, რომ წყაროს თანახმად, იამალის თამაში "ბრესტის" წინააღმდეგაც საეჭვოა.
"ბლაუგრანაში" იმედოვნებენ, რომ ესპანელი გარემარბი "ლას პალმასთან" შესახვედრად მაინც იქნება მზად.
კანარისკუნძულელებს კატალონიელები 30 ნოემბერს, თბილისის დროით 17 საათიდან მიიღებენ. რაც შეეხება იამალს, მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 6 გოლი და 8 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 19 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 13 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში