16 საათის და 48 წუთის წინ
მესი "ბარსას" ღონისძიებას ვერ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი
მესი "ბარსას" ღონისძიებას ვერ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი

29 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" დაარსებიდან 125 წელი უსრულდება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ლიცეუს დიდ თეატრში საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.

ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ ღონისძიებას დაესწრებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი, თუმცა სიმართლე სხვაგვარი აღმოჩნდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლეო იქ ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან მას 29 ნოემბერს სხვაგან უწევს ყოფნა. 

ეს ვალდებულება ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა თვეებით ადრე აიღო, "ბლაუგრანას" საზეიმო საღამოს მოსაწვევი კი სულ 15 დღის წინ მიუვიდა. ვინაიდან თეატრში ფიზიკურად ყოფნა გამოირიცხა, 37 წლის ფეხბურთელი "ბარსას" ოფიციალურ არხთან ინტერვიუს ჩაწერას დასთანხმდა.

ამ ინტერვიუს დამსწრე საზოგადოება სწორედ 29 ნოემბრის ღონისძიებაზე იხილავს.

არადა, კატალონიური გრანდის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უნდოდა, რომ კლუბისთვის ამ ღირშესანიშნავ თარიღს მესისთან ერთად გადაღებული ფოტოთი შეხვედროდა. სამწუხაროდ, ლაპორტას სურვილი სურვილადვე დარჩება.


Facebook კომენტარები