1 წლის და 1 თვის წინ
რა ელის ტორეს - მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა
ავტორი
Aa
პაბლო ტორეს მომავალი "ბარსელონაში" განხილვის საგანია, - იუწყება Jijantes.
ამ კვირაში "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი დეკუ ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. შეხვედრის აუცილებლობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 21 წლის ნახევარმცველის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა.
"ბარსაში" ტორეს საქმისადმი დამოკიდებულება ძალიან მოსწონთ. დაფასებას იმსახურებს მის მიერ სავარჯიშო სესიებზე გამოვლენილი უნარ-ჩვევებიც, თუმცა საქმეს ნახევარდაცვის ხაზში არსებული მაღალი კონკურენცია ართულებს.
ჰანსი ფლიკმა არჩევანი ტორეს, დანი ოლმოს, პედრისა და ფერმინ ლოპესს შორის უნდა გააკეთოს. სწორედ ამიტომაა, რომ მიმდინარე სეზონში პაბლოს სულ 205 წუთი აქვს ნათამაშები.
აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდია შანსი, ესპანელი ფეხბურთელი "ბარსამ" იანვარში გაანათხოვროს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი