2 წლის და 8 თვის წინ
ობამეიანგი "ბარსელონასთვის" ვარიანტად რჩება
ავტორი
Aa
პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონასთვის" რეალურ ვარიანტად რჩება, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ზაფხულში ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას ეცდება, ობას დამატება კი დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული.
გაბონელის სასარგებლოდ მუშაობს ისიც, რომ ჩავი ერნანდესმა ზუსტად იცის მისი შესაძლებლობები.
სხვათ შორის, პიერ-ემერიკი ახლო კონტაქტს ინარჩუნებს უსმან დემბელესთანაც. "ჩელსის" ფორვარდი გუშინწინ "კამპ ნოუზე" იმყოფებოდა და მადრიდის "რეალის" დამარცხება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის შემტევი "ბარსამ" "ჩელსიში" 2022 წლის ზაფხულში გაყიდა. მის სანაცვლოდ კლუბმა მარკოს ალონსო და 12 მილიონი ევრო მიიღო.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში პიერ-ემერიკმა 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი