1 წლის წინ
კიდევ ერთი პრობლემა - ფლიკს ცვლილების შეტანა მოუწევს
ავტორი
Aa
ალეხანდრო ბალდე ვიგოს "სელტასთან" გასამართი მატჩისთვის 100%-ით მზად არ არის, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
ესპანელმა მარცხენა მცველმა ხუთშაბათის სავარჯიშო სესია დისკომფორტის გამოტოვა, თუმცა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა. სწორედ ამიტომ შეიყვანა ბალდე ჰანსი ფლიკმა სამატჩო განაცხადში, თუმცა, დიდი ალბათობით, ფლანგელი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
თუ "ბლაუგრანას" თავკაცი ალეხანდროს მართლაც სკამზე განამწესებს, სასტარტო შემადგენლობაში ჟერარ მარტინს უნდა ველოდოთ.
მარტინმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 1 ასისტია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ასტურიულ-კატალონიური ჯახი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი