7 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსელონამ" "აიაქსის" ფეხბურთელს დაუმიზნა

ავტორი
Aa
SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" 21 წლის მარჯვენა მცველს, დევინ რენშს აკვირდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი გაძლიერების ყველაზე დიდ საჭიროებას სწორედ ფლანგის მცველების პოზიციებზე ხედავს, ახალგაზრდა ნიდერლანდელი კი კლუბისთვის საინტერესო კანდიდატად გამოიყურება.
რენში სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. იგი ცნობილია თავისი სისწრაფით, შეტევითი უნარებითა და მაღალი დონის ტექნიკით. "ბლაუგრანას" სათამაშო ფილოსოფიას დევინის პროფილი იდეალურად ერგება.
ცხადია, "აიაქსთან" კონტრაქტის ამოწურვის თარიღის მოახლოება ნიდერლანდელს "ბარსასთვის" კიდევ უფრო მომხბლავს ხდის.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში რენშმა თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 დღის და 19 საათის წინ

ბარსელონა თუ რეალი - ილია თოფურიას არჩევანი ასეთია
4 დღის და 17 საათის წინ

პრემიერ ლიგის ვარსკვლავმა რამდენიმე კლუბს უარი უთხრა და ბარსელონას ელოდება - ახალი ცნობები
1 კვირის წინ

"იამალი შეიძლება ლეგენდა გახდეს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის დე ლა ფუენტემ
1 კვირის წინ

"იამალი მუდამ გუნდისთვის თამაშობს" - აგუეროს განცხადება