2 საათის და 55 წუთის წინ
ბრაზი და კრიტიკა - რა ხდებოდა გასახდელში "სელტასთან" მატჩის შემდეგ
ბრაზი და კრიტიკა - რა ხდებოდა გასახდელში "სელტასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა. "ლურჯ-ბროწეულისფრები" ვიგოს სელტას 82-ე წუთამდე მშვიდად უგებდნენ, თუმცა ჯერ მარკ კასადო გააძევეს, შემდეგ კი, ორი წუთის შუალედში, ინიაკი პენიას კარში 2 გოლი გავიდა, რამაც საბოლოო რეზულტატად ფრე დააფიქსირა.

ცხადია, ხელიდან გაშვებული გამარჯვებით განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი.

Catalunya Radio-ს ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა თავისი ფეხბურთელები გასახდელში მკაცრად გააკრიტიკა. ფლიკმა გუნდის წევრებს განუმარტა, რომ მათ ძალიან ცუდად ითამაშეს და მატჩებს მარტივად ვერ მოიგებენ.

"თუ დამოკიდებულებას არ შევიცვლით, დასახული მიზნების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება," - ასეთი იყო ჰანსის გზავნილი.

ახლა მთელი კონცენტრაცია შუა კვირაში, "ბრესტის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ლა ლიგას კვლავ ლიდერობს, მადრდის "რეალთან" სხვაობა კი 7 ქულაა, თუმცა "სამეფო კლუბს" კატალონიელებზე 2-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები