"ბრესტის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატის წინ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, მედიასთან მისი გუნდის ოპტიმისტურ განწყობასა და სტრატეგიაზე ისაუბრა.
"ხშირ შემთხვევაში, უმჯობესია, როცა ბურთს მოიპოვებ, ის გააკონტროლო. ზოგჯერ კი ჩვენ უბრალოდ შეტევა, მეტოქის წნეხში მოქცევა და გოლის გატნა გვსურს. თუმცა, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში არ თამაშობ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მსგავსი სიტუაციების კონტროლი."
ფლიკმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ახალგაზრდული შემადგენლობის გაწვრთნის სირთულეს, რაზეც გერმანელმა თქვა: "ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობ. ეს ახალგაზრდა გუნდია, და ნორმალურია, როცა ისეთ სიტუაციაში ხვდები, როგორშიც ახლა ვართ. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელმა აქედან სწორი დასკვნები გამოიტანოს. ჩვენ ბრწყინვალე დონის მოთამაშეები გვყავს და ხვალიდან დაგიმტკიცებთ, რომ ამის მოედანზეც ჩვენება შეგვიძლია."
მიუხედავად ბოლო პერიოდში ჩატარებული რამდენიმე რთული მატჩისა, ჰანსი აღნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: "მართალია მცირე უპირატესობით, მაგრამ ჩვენ მაინც ლიგის ლიდერები ვართ. ამ გზის გავლა ნებისმიერ გუნდს სურს, სწორედ ამითაა ჩვენი მიზანი გამყარებული." განაცხადა "ბლაუგრანას" თავკაცმა.