1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" ანსუს მხოლოდ 1 შემთხვევაში გაუშვებს
"ბარსელონა" ანსუს მხოლოდ 1 შემთხვევაში გაუშვებს

"ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის მომავალი მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

ესპანურ პრესაში აქამდე ყველაზე პოპულარული ის მოსაზრება გახლდათ, რომ გუნდის ათიანს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გაყიდიდნენ ან გაანათხოვრებდნენ, თუმცა SPORT დღეს სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ისევ მიაჩნიათ, რომ ანსუ განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვს.

აქედან გამომდინარე, "ბარსა" ფატის ზაფხულში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ კლუბი ასტრონომიული თანხის ღირებულების შეთავაზებას მიიღებს. კონკრეტულ თანხას გამოცემა არ ასახელებს.

"კამპ ნოუზე" დარჩენა სურს თავად ფეხბურთელსაც. ესპანელს მიაჩნია, რომ ბოძებული შანსებით იგი აუცილებლად ისარგებლებს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები