2 საათის და 46 წუთის წინ
ოქროს შანსი - "ბარსას" ნეიმარის დამატების შესაძლებლობა ექნება
ოქროს შანსი - "ბარსას" ნეიმარის დამატების შესაძლებლობა ექნება

"ბარსელონას" ყოფილ გარემარბს, ნეიმარ ჟუნიორს, რომელსაც კატალონიაში დაბრუნება იმ წამიდან სურდა, რაც იგი დატოვა, "ალ ჰილალთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება.

32 წლის ვარსკვლავის სამომავლო გეგმების შესახებ მამამისი RoundCast Podcast-ს ესაუბრა. როგორც ჩანს, დიდია შანსი, რომ ნეი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს.

"დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რა მოხდება და როგორ იგრძნობს თავს ნეიმარი. მას გადაწყვეტილების მიღება თავისუფლად შეეძლება. 

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი თავისუფლები იმის გადაწყვეტაში, თუ სად წავალთ; 32 წლის ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდება კი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის საჩუქარია.

ნეიმარის კონტრაქტი 2025 წლამდე მოქმედებს. ჩვენ არაფერი ვიცით. სპეკულაციებს ვხედავთ და ამისთვის მომზადებაც დავიწყეთ," - თქვა ბრაზილიელმა.

"ბლაუგრანას" მარცხენა გარემარბი რომ სჭირდება, ამის შესახებ შესანიშნავად ვიცით. კლუბში დაბრუნების დიდი სურვილი თავად ვარსკვლავსაც ექნება, თუმცა საკითხავი ისაა, რამდენად ადეკვატური დანამატი იქნება გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ პოზიციაზე ფეხბურთელი, რომლის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია და ახლა იგი ტრავმებისკენაცაა მიდრეკილი.

მიუხედავად ამისა, აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში ნეიმარს "ბარსელონას" აუცილებლად დაუკავშირებენ.


Facebook კომენტარები