"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის ჩამნაცვლებლად "სპორტინგის" თავდამსხმელს, ვიქტორ გიოკერეშს განიხილავენ, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ შვედი ფორვარდი 70 მილიონ ევროდ შეიძინონ და ერთწლიანი იჯარით ისევ ლისაბონში დატოვონ.
ეს ლევანდოვსკის მისცემს საშუალებას, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წინა ხაზს 2026 წლამდე ულიდეროს. ამ გადაწყვეტილებას ვეტერანი პოლონელის საოცარი სათამაშო ფორმა განაპირობებს. მიმდინარე სეზონში მას უკვე 20 გოლი აქვს გატანილი, რაც "ბარსას" ხელმძღვანელობას აღაფრთოვანებს.
თავის მხრივ, ძნელი სათქმელია, რამდენად ენდომება 26 წლის გიოკერეშს კიდევ ერთი სეზონის პორტუგალიაში გატარება, როცა მას ლამის ყველა დიდი ევროპული კლუბი უმიზნებს.
ვიქტორს ამ სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში აქტივში 24 გოლი და 4 ასისტი აქვს. "ლომებთან" კონტრაქტი მას 2028 წლის ივლისში ეწურება.