1 კვირის და 5 დღის წინ
"ბარსა" დილემის წინაშე - საქმე მო სალაჰს ეხება
"ბარსა" დილემის წინაშე - საქმე მო სალაჰს ეხება

"ლივერპულის" ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა, მუჰამედ სალაჰმა ორიოდ დღის წინ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია და ახლა "ენფილდიდან" წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან.

როგორც ჩანს, 32 წლის შემტევის განცხადებამ "ბარსელონას" ყურადღება მიიქცია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში ახლა განიხილავენ, უნდა ეცადონ თუ არა მოს 2025 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას. სალაჰი სარფიან ხელშეკრულებას მოითხოვს და შემადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი იქნება, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორებია.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ჰყავს ლამინ იამალი, რომელიც ეგვიპტელზე 15 წლით უმცროსია და უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი სალაჰის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია. "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილებს ლიდერობს, მისი ლიდერის მონაგარი კი 12 გოლსა და 10 საგოლე გადაცემას წარმოადგენს.


Facebook კომენტარები