1 კვირის და 4 დღის წინ
"მე ეს დამაკლდა" - ფლიკი "ბრესტთან" მატჩის შემდეგ
"მე ეს დამაკლდა" - ფლიკი "ბრესტთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგეს. კატალონიელებმა ფრანგულ "ბრესტს" უმასპინძლეს და ისინი რობერტ ლევანდოვსკის დუბლისა და დანი ოლმოს გოლის წყალობით დაამარცხეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"სტატისტიკაში ძლიერი არ ვარ, მაგრამ რაც ლევანდოვსკიმ გააკეთა, გასაოცარია. მან მიუნხენშიც ბევრი რეკორდი დაამხო."

"დღევანდელი შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან თავდაჯერებას ან მის ნაწილს გვიღდგენს, რომელიც უკანასკნელ მატჩებში დავკარგეთ. ჩვენი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში შესვლაა. წინ რთული შეხვედრები გველის."

"არ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ ვიგოში მომხდარის მერე, ეს მნიშვნელოვანი გაჩერება იყო. დამაკლდა მეტი გოლის გატანის წყურვილი, თუმცა 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა."

"დე იონგი? საუკეთესო დონეზე დაბრუნებისთვის ის ბევრს შრომობს. 100%-ით ის მზად ჯერ კიდევ არ არის. მოხარული ვარ, რომ სხვა ნახევარმცველები კარგად გამოიყურებიან. გავიმ ვიგოშიც და დღესაც კარგად ითამაშა."

"პედრი და კასადო არ მაოცებენ. მათ ვარჯიშებზე ყოველდღე ვხედავ. ისინი ძალიან კარგები არიან. პედრი ბურთთან დაუჯერებლად მაგარია. 

"მე მხოლოდ ჩვენზე ვნერვიულობ. ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. ჩემი გუნდი უმნიშვნელოვანესია. კარგ პოზიციაზე ვართ. 3 მატჩი დაგვრჩა."

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის 5 ტურში 12 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში ახლა მეორე ადგილს იკავებს. ამ ტურნირზე მომდევნო მატჩს "ლურჯ-ბროწეულისფრები" 11 დეკემბერს სტუმრად, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.



Facebook კომენტარები