1 წლის წინ
ახალი გვარი "ბარსას" რადარზე - ვის დაუმიზნა კლუბმა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" მარჯვენა მცველით, ანდრეი რატიუთი ინტერესდება, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, რუმინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა. მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ "ელვები" ანდრეის უფრო დაბალ ფასადაც შეელევიან.
მომდევნო ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ამოცანა დაცვის მარჯვენა ფრთის გაძლიერება იქნება. როგორც ჩანს, ამ მიზნისთვის კლუბი 26 წლის რუმინელს აქტიურად განიხილავს.
ანდრეის "რაიოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 4 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში რატიუმ 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი