ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ბრესტთან" 3-0 გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ, მისი ადრინდელი კომენტარი განმარტა, რომელიც ჰანსი ფლიკისა და ჩავის სავარჯიშო მეთოდებს ეხებოდა.
"ჩვენ სპორტდარბაზში სხვადასხვა სამუშაოს ვაკეთებთ. მინდა განვმარტო, რომ ჩემი ადრინდელი განცხადება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აქამდე საერთოდ არ ვვარჯიშობდით, ეს მე საერთოდ არ მიგულისხმია. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახლა სხვაგვარად ვმუშაობთ, ეს მეთოდები კი, პირადად ჩემთვის, გაცილებით ეფექტურია."
"რაც შეეხება ჩემს ამჟამიმდელ კონტრაქტს, ჯერ არაფერი ვიცი. ახლა მთავარი კონცენტრაცია მომავალი თამაშებისკენაა მიმართული. რა თქმა უნდა, ჩემს წარმომადგენლებს გავესაუბრები, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, მე აქ ყოფნით ბედნიერი ვარ."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 22 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა კლუბში 19 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ამჟამად, "ბარსელონა" ლა ლიგას 34 ქულით ლიდერობს, ხოლო 5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში გუნდი მეორე ადგილს იკავებს.