1 კვირის და 4 დღის წინ
"მათ მადლობას ვუხდი" - იამალს ოქროს ბიჭუნას ჯილდო გადაეცა
"მათ მადლობას ვუხდი" - იამალს ოქროს ბიჭუნას ჯილდო გადაეცა

"ბარსელონას" 17 წლის შემტევი, ლამინ იამალი ოქროს ბიჭუნას ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული პრიზი, რომელსაც Tuttosport გასცემს ხოლმე, იამალს დღეს გადაეცა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდა ვარსკვლავმა იტალიურ გამოცემასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ოქროს ბიჭუნას ჯილდოს მოგება დიდი პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ახდენილი ოცნებაა. 

უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჟიურის წევრებს, Tuttosport-სა და გულშემატკივრებს, რომელთა მიერ მიცემულმა ხმებმაც მომაგებინა ეს პრიზი. 

არ მინდა დავივიწყო ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელები და "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების სტაფის წევრები. ეს გასაოცარი წელი იყო და იგი ბრწყინვალედ სრულდება. ძალიან ბედნიერი ვარ და უფრო მეტს ვუმიზნებ," - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლამინის მონაგარი 6 გოლი და 8 ასისტია. უკანასკნელი 3 მატჩი მან კოჭის არეში დისკომფორტის გამო გამოტოვა, თუმცა, დიდი ალბათობით, "ბარსას" "ლას პალმასთან" დაუბრუნდება.


Facebook კომენტარები